ზაზა პაპუაშვილი - უმრავლესობიდან წასვლის შესახებ განცხადება არ გამიკეთებია, მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგება, არ მგონია ასეთი გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდეს

უმრავლესობიდან წასვლის შესახებ განცხადება არ გამიკეთებია, მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგება, არ მგონია ასეთი გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდეს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის უმრავლესობაში არ მისულა იმ მიზნით, რომ ნინია კაკაბაძეს და მისნაირ კანდიდატებს მისცეს ხმა. პაპუაშვილის განცხადებით, მას, გედევან ფოფხაძეს და სხვა კანდიდატებს სულ სხვა ბრძოლა აქვთ გამოვლილი, რის გამოც მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ აქვთ.

მიუხედავად აღნიშნული განცხადებისა, პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ გედევან ფოფხაძეს ნინია კაკაბაძის საკითხთან დაკავშირებით თამასა არ უნდა აეწია და ამასთან დაკავშირებით ის ფოფხაძეს გაესაუბრება.

„მე არ ვაცდენ არც ერთ სხდომას, თუ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება, რადგან მირჩევნია აზრი გამოითქვას და დაფარული არ იყოს. ვერც მე, ვერც გედის და ვერც სხვა დეპუტატებს ვერავინ გაგვამტყუნებს, თუ რატომ არ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებებს. ჩვენ სხვა გზა გვაქვს გავლილი, სხვა ბრძოლა გვაქვს გამოვლილი და მე არ მოვედი უმრავლესობაში იმიტომ, რომ ასეთ ადამიანებს მივცე ხმა. განცხადება, რომ მე წავალ უმრავლესობიდან არ გამიკეთებია, მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგება, არ მგონია ასეთი გადაწყვერტილების მიღება გამიჭირდეს“, - აღნიშნა ზაზა პაპუაშვილმა.

გუშინ პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში უმცირესობის კვოტით ნინია კაკაბაძე აირჩია. კაკაბაძის არჩევას დეპუტატი გედევან ფოფხაძე კრიტიკით შეხვდა. მან უმრავლესობიდან წასვლის თაობაზე გააკეთა განცხადება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა