ლიტვური ენის სახელმწიფო კომისია საქართველოსთვის სახელწოდების გადარქმევაზე იმსჯელებს

ლიტვური ენის სახელმწიფო კომისია დღეს საქართველოსთვის სახელწოდების გადარქმევაზე იმსჯელებს. ამის შესახებ გამოცემა „დელფი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დღეს კომისია გადაწყვეტს, დაერქმევა თუ არა საქართველოს ლიტვურად „საქართველო“.

„კომისიის 17 წევრის აზრი განსხვავდება. საქართველოსთან მიმართებაში ამ მეგობრული ნაბიჯის გადადგმას მივესალმებით, ვინაიდან ეს არანაირად არ ავნებს ლიტვურ ენას“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარე აუდრის ანტანაიტისმა.

გარდა ამისა, ვილნუსის მერია ერთ-ერთი ქუჩისთვის Gruzinu-ს ან Kartvelu-ს სახელის მინიჭებას განიხილავს. საბოლოო ვარიანტი სწორედ საქართველოს სახელწოდების გადარქმევის შემდეგ გახდება ცნობილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს