ლადო პაპავა ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარეობა ჩაიბაროს

ექსპერტი ლადო პაპავა ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარეობა ჩიბაროს და არ იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ექსპერტმა, აკადემიკოსმა ლადო პაპავამ განაცხადა.

„ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბატონი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად შეარჩიოს, არის სერიოზული მახე ბატონი ბიძინასთვის და თვითონ „ქართული ოცნებისთვის“. ახლა მას აქვს, ასე ვთქვათ, ის ტვირთი, რომ არაოფიციალურად მართავს ქვეყანას და თუ გახდა პრეზიდენტი, მერე ექნება ტვირთი, რომ არაკანონიერად მართავს. პრეზიდენტს არ აქვს მართვის უფლება. ამიტომ, სჯობს თუ ის ჩაიბარებს პარტიის თავმჯდომარეობას, გახდება პარტიის ხელმძღვანელი. როგორც ძალიან ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაშია, როდესაც პარტიის თავმჯდომარეები არ არიან სახელმწიფო თანამდებობის პირები, მაგრამ პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, თავიანთ გუნდს მართავენ, პარლამენტშიც და მთავრობაშიც“, - განაცხადა პაპავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა