მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვეს მიჩელს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვეს მიჩელს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ასევე ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საკითხებში.

„2017 წელი განსაკუთრებული იყო იმ შედეგებით, რომლებიც მიღწეულია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის კუთხით. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ამერიკა-საქართველოს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, ვისაუბრეთ შემდგომ ნაბიჯებზე, თუ როგორ უნდა გაღრმავდეს და გაძლიერდეს ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება და ვეს მიჩელის მხრიდან გამოიხატა მზაობა ამ მიმართულებით მხარდაჭერისკენ. საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, თუ რა უნდა გაკეთდეს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესისთვის. საქართველო ამისთვის ყველაფერს აკეთებს როგორც პრაქტიკული, ასევე რეფორმების განხორციელების მიმართულებით და ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართვლოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე, რომლებიც შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.

„რა თქმა უნდა, ამერიკის მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი არის ურყევი, რაც გამოიხატება, როგორც საერთაშორისო ფორმატებში, ასევე აშშ-ის აქტიური მონაწილეობით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. ჩვენ ასევე გვაქვს აშშ-ის მხარდაჭერა იმ სამშვიდობო ინიციატივების მიმართულებით, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ არის ინიცირებული და რომელიც ხელს უწყობს შერიგებას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას ოკუპაციის ხაზით გაყოფილ საზოგადოებას შორის და იმ მოსახლეობისთვის, რომელიც დღეს ოკუპაციის შედეგად განიცდის ძალიან ბევრ პრობლემას“, - აღნიშნა ჯანელიძემ.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველო-აშშ თანამშრომლობას ეკონომიკური კუთხით და ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს, „საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი და მოკავშირე არა მხოლოდ უსაფრთოხების და თავადაცვის სფეროში, არამედ ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობები. საქართველო არის მნიშვნელოვანი პლატფორმა ამერიკული ბიზნესისთვის რეგიონში, რაც გამოიხატება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ამერიკული კომპანიის მონაწილეობით და ასევე სხვა ამერიკული ინვესტიციებით, რომელიც ხორციელდება საქართვლოში. ჩვენ ვისაუბრეთ ამ პერსპექტივებზე და შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელებიც გააძლიერებს ორივე ქვეყნის ინტერესს“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში, კონგრესში, საქართველოს საკითხებზე მომუშავე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ექსპერტებთან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს