ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების საკითხზე დღეს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე პრესკონფერენციას გამართავს

,,ექსპო ჯორჯიას" მე-3 პავილიონში დღეს, ქვეყანაში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირებისთვის დამატებითი ტესტირების ცენტრების შესაქმნელად ლოტების გამოცხადების შესახებ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, მედიას ასევე გააცნობენ ტექნიკური ინსპექტირების ბოლო სტატისტიკას, ხოლო 11.30 საათზე, ამავე პავილიონში გაიმართება პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა, რომელსაც არსებული ტესტირების ცენტრების ხელმძღვანელები და დაინტერესებული, პოტენციური ინვესტორები დაესწრებიან.

პრესკონფერენციას და პრეზენტაციას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩერქეზიშვილი გაუძღვება. სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო და ის რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე ინსპექტირებას გადიან სატვირთო (3,5ტონის ზემოთ) და სამგზავრო (8 ადგილს ზემოთ) ავტომანქანები, 2018 წლის ივლისიდან ინსპექტირებას დაექვემდებარება იურიდიული კომპანიებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მანქანები, შემოდგომიდან დაემატება 3000 კუბ. სმ. მოცულობისა და მაღალი ძრავის მქონე მანქანები, ხოლო 2019 წლის იანვრიდან ყველა დანარჩენი კატეგორია. ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 37 ტესტირების ხაზი და დაგეგმილია, რომ წლის განმავლობაში ხაზების რაოდენობა 120-მდე გაიზარდოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა