პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და ორგანიზაციის წარმომადგენლები „აგარის შაქრის“ თანამშრომლებს სურსათ-სანოვაგეს ჩაუტანენ

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს „აგარის შაქრის“ თანამშრომლებს, სურსათ-სანოვაგეს ჩაუტანენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს. მათივე განცხადებით, „აგარის შაქრის“ თანამშრომლები მეექვსე თვეა შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი და ფაქტობრივად შიმშილობენ.

"სოლიდარობის აქციაში პროფკავშირების დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან, რომელთა ხელფასებიდან შეგროვებული სახსრებითაც მოხდება აუცილებელი პროდუქტების ყიდვა.

არ მივცემთ ხელისუფლებას, დამსაქმებელს და საზოგადოებას იმის საშუალებას, დაივიწყოს ეს ხალხი და სასოწარკვეთაში ულუკმაპუროდ დარჩენილი 300 ოჯახი. პროფკავშირების გაერთიანება, წევრ ორგანიზაციებთან ერთად, გვერდში ედგა სოფლის მეურნეობის, მსუბუქი და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირს, რომლის წევრიცაა კომპანია "აგარის შაქრის" პროფკავშირი.

ყველანი უნდა დავფიქრდეთ აგარელების სოლიდარობის მნიშვნელობაზე და გვერდში დავუდგეთ ჩვენს დებს და ძმებს, რომელთა ერთადერთი მოთხოვნაც დასაქმებაა. ჩვენი სოლიდარობით არ გავწირავთ აგარელებს. აქვე მოვუწოდებთ ხელისუფლებას ხელი შეუწყოს კომპანიის ამუშავებას საგადასახადო შეღვათებით, თუ სხვა საჭირო მექანიზმების გამოყენებით.

"აგარის შაქრის" მფლობელები, ეგრეთ წოდებული თავისუფალი ბაზრის გამო, ბიზნესის პროფილის მთლიან შეცვლას გეგმავდნენ, რაზეც მეტყველებს საწარმოს ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის წარმოების დაწყება. რომ არა პროფკავშირების მიერ პრობლემის პრინციპულად დაყენება, საკითხი ამ მიმართულებით გადაწყდებოდა, რასაც ბუნებრივად მოჰყვებოდა კომპანიის ასობით თანამშრომლის სამსახურის სამუდამოდ დაკარგვა.

ცნობილია ისიც, რომ თავისუფალმა ბაზარმა და ინვესტორების ე.წ. მოზიდვის პოლიტიკამ, ნაცვლად იმისა, რომ აგარაში შაქრის წარმოება და სამუშაო პროცესი წაეხალისებინა, გამოიწვია ის, რომ მეწარმეები შაქრის იმპორტით და დაფასოებით დაკავდნენ. ჩვენი მთავარი მიზანია მოხდეს ქართული წარმოების ხელშეწყობა და სწორედ ამას მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან.

ბრძოლა "აგარის შაქრისთვის" აგარელების სასარგებლოდ უახლოეს ხანში დასრულდება. აგარელებმა კი უკვე თავისუფალი ბაზრის გამო დაჩაგრული სხვა დასაქმებულების სოლიდარობაზე უნდა იფიქრონ", – აცხადებს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა