„თელასსა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

კომპანია „თელასსა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის დღეს, 12:00 საათზე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელასიდან აცნობეს, დოკუმენტს ხელს მოაწერენ სტუ-ს რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და სს „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევმა.

მათივე ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების დარგში; ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ კომპანიას შესაბამისი სპეციალისტებით; „თელასის“ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას; ახალი ტექნოლოგიების, სამეცნიერო კვლევებისა და პროექტების დანერგვას.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეების მიერ ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს 2023 წლამდე.