დონალდ ტრამპმა ეროვნული გვარდიის აშშ-მექსიკის საზღვრის დაცვაში ჩართვის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვრის დაცვაში ეროვნული გვარდიის ჩართვის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

„თავდაცვის მდივანმა ხელი უნდა შეუწყოს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს სამხრეთ საზღვრის დაცვაში და სხვა ქმედებების განხორციელებაში, რომლის მიზანია ნარკოტიკების, კონტრაბანდის, ბანდიტური დაჯგუფებების წევრების და უკანონო ემიგრანტების ნაკადის შეჩერება. თავდაცვის მდივანმა აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა ჩართოს ეროვნული გვარდიის დანაყოფები“, - ნათქვამია აშშ-ს პრეზიდენტის განკარგულებაში.

დონალდ ტრამპი 30 დღის განმავლობაში პენტაგონისა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელებისგან ანგარიშს მიიღებს საზღვარზე არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საზღვრის დაცვისა და აშშ-ს უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.

აშშ-ს პრეზიდენტის თქნით, „სიტუაცია სამხრეთ საზღვარზე კრიტიკულ ნიშნულამდეა მისული“.

„უკანონობა, რომელიც იქ სუფევს, შეუთავსებელია ჩვენი ხალხის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან. ჩემს ადმინისტრაციას სხვა გამოსავალი არ აქვს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა