მთავრობამ ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის 5 ათასი ევრო გამოყო

ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის იუსტიციის სამინისტროს 5 ათასი ევროს ექვივალენტი ლარი გამოეყო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ბრძანებაშია ნათქვამი, რომლითაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უნდა აღსრულდეს. ცნობილია, რომ საქართველოს სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლომ 4 ათასი ევრო დააკისრა, რომელიც შს ყოფილ მინისტრს კომპენსაციის სახით უნდა მიეღო. შესაბამისი თანხა იუსტიციის სამინისტროს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოეყო.

სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2017 წლის 28 ნოემბერს მიიღო. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, დიდი პალატის 9 წევრმა, საქმეში ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მხარი დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგ წავიდა.

„სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ ჰქონია ადგილი 51 მუხლის დარღვევას (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით), ასევე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შენობაში მოთავსებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონდა 53 მუხლის დარღვევას. ადგილი ჰქონდა 53 მუხლის დარღვევას 2013 წლის 25 სექტემბრიდან. ასევე 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი“, - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა