ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

ბრაზილიის ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ლულა და სილვას დაპატიმრების თაობაზე.

აღნიშნული ვერდიქტი ნიშნავს, რომ ლულა და სილვა შესაძლოა დააპატიმრონ უახლოეს დროში. თუმცა, საამისოდ პირველი ინსტანციის მოსამართლემ საქმე უნდა გამოითხოვოს ზემდგომი ინსტანციებიდან და შესაბამისი ორდერი გამოსცეს.

ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ აპირებს ქვეყნის დატოვებას და სადმე პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნას.

ბრაზილიელი იურისტების აზრით, ლულა და სილვას ადვოკატებს ბოლო შესაძლებლობა აქვთ გადადონ განაჩენის აღსრულება. მათ შეუძლია აპელაცია შეიტანონ, ანუ გაასაჩივრონ მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც მარტის ბოლოს უარი განაცხადა ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებაში გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვაზე. აღნიშნული ლულა და სილვას დაპატიმრებას რამდენიმე კვირით გადაავადებს.

24 იანვარს ფედერალურმა რეგიონალურმა სასამართლომ დაადასტურა ლულა და სილვასთან მიმართებაში გამოტანილი განაჩენი და პატიმრობის ვადა 9 წლიდან 12 წლამდე გაზარდა. ბრაზილიის კანონმდებლობის თანახმად, პირი, რომელიც მსჯავრდებულია კორუფციის საქმეზე, არ შეიძლება არჩეულ იქნას სახელმწიფო თანამდებობაზე. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვების თანახმად, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა