კახეთში ბიზნეს-სექტორს ევროპის მეწარმეთა ქსელის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქალაქ თელავში, კახეთის ბიზნეს-სექტორს შეხვდა და ევროპის მეწარმეთა ქსელის (EEN) შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, შეხვედრას ძირითადად სოფლის მეურნეობის სექტორიდან 20-მდე ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

პალატის წარმომადგენლებმა ბიზნესს EEN-პლატფორმაზე პროდუქციის განთავსების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და ქსელის უპირატესობებზე ისაუბრეს.

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დამსწრე ბიზნეს-სექტორს საშუალება ჰქონდა ევროპის მეწარმეთა ქსელში პროდუქციისა თუ შეთავაზების განსათავსებლად საჭირო აპლიკაციის ფორმის შესახებ კონსულტაცია მიეღოთ. სააპლიკაციო ფორმის ქართულ ენაზე ადაპრიტება სწორედ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ უზრუნველყო. მსგავსი შეხვედრები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ უკვე გამართა რუსთავსა და გორში, სადაც EEN-პორტალზე დარეგისტრირების სურვილი ათობით მეწარმემ გამოთქვა.

ცნობისთვის, ევროპის მეწარმეთა ქსელი ევროპაში უმსხვილესი ბიზნეს-პლატფორმაა, რომელიც ათეულობით ქვეყნის ბიზნესის ხელშემწყობ ორგანიზაციას მოიცავს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქსელის პარტნიორი რამდენიმე თვის წინ გახდა და სპეციალური სერვისის საშუალებით ის ქართველ მეწარმეებს უცხოელი პარტნიორების მოძიებას ევროპის მეწარმეთა ქსელის დახმარებით სთავაზობს. საქართველო EEN-პლატფორმაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მუშაობის შედეგად ჩაერთო. 2017 წელს გაფორმებული მემორანდუმიდან გამომდინარე ევროპის მეწარმეთა ქსელს საქართველოში უკვე სამი პარტნიორი ჰყავს: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. ნებისმიერ კომპანიას თუ ფიზიკურ პირს, იმ შემთხვევაში თუ მის მიერ წამოყენებული მოთხოვნა EEN-ის შინაარსს შეესაბამება, საშუალება აქვს შეავსოს Online-აპლიკაცია ქართულ ენაზე, ან ფორმის შევსების შესახებ კონსულტაცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიაროს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია