აღდგომის დღესასწაულის დღეებში „საქართველოს ბანკი“ Express ბანკისა და „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრების მუშაობის განრიგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, 9 აპრილი „საქართველოს ბანკის“ და Express ბანკის გარკვეული სერვისცენტრებისთვის დასვენების დღეა.
„მომხმარებელს მოქმედი სერვისცენტრების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის შეუძლია მიმართოს, სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომერზე - 2 444 444. სატელეფონო მომსახურების ცენტრი ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე. ასევე, ინფორმაცია საქართველოს ბანკისა და Express ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ ბმულებზე:
საცალო საბანკო მომსახურების სერვისცენტრების განრიგის შესახებ მოქალაქეებს ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: http://bankofgeorgia.ge/retail/ge/about-us/news?n=371
ექსპრეს ბანკის სერვისცენტრების განრიგის შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდგ მისამართზე:
http://expressbank.ge/ge/about-express/news?n=216
10 აპრილიდან საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“, - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.