გაერო-ს სათაო ოფისში, შოთა რუსთაველის 850 წლისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს 100 წლისთავს აღვნიშნავთ გაერო-ს სათაო ოფისში, სადაც შოთა რუსთაველის 850 წლისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართება,- ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრისას განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს ღირსშესანიშნავი თარიღის აღნიშვნა მოხდება საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, როგორც გაერო-ში, ასევე ევროსაბჭოში.

„საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს 100 წლისთავს აღვნიშნავთ მნიშვნელოვანი ღონისძიებებით გაერო-ს სათაო ოფისში, ნიუ-იორკში, სადაც გაიმართება შოთა რუსთაველის 850 წლისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია და სადღესასწაულო ღონისძიება. UNESCO უმასპინძლებს ცნობილი ქართველი ხელოვანის, UNESCO-ს მშვიდობის ელჩის ელისო ბოლქვაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ ერთობლივ კონცერტს. მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს სტრასბურგი. 26 მაისს, ევროპის საბჭოში, გაიმართება სახელოვანი ქართველი მეცნიერის, მიხეილ მუსხელისადმი (მიშელ მუსხელი 1903-1964) მიძღვნილი ღონისძიება. მიხეილ მუსხელი გახლდათ სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც ერთ-ერთი პირველია იმ მეცნიერებს შორის, ვინც ერთიანი ევროპის იდეას ჩაუყარა საფუძველი. სამწუხაროდ მისი მოღვაწეობის შესახებ დღემდე მწირი ინფორმაცია იყო ცნობილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით მოძიებულ იქნა მიხეილ მუსხელის სამეცნიერო ნაშრომები, პირადი არქივები, საფლავი სტარსბურგში.

საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი ღონისძიებების ნუსხაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ლევილის ქართულ მამულს, სადაც ივნისში, გაიმართება დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება და სიმბოლურად ჩაეყრება საფუძველი სამეცნიერო კულტურულ ცენტრის საძირკველს. ლევილის მამულის ბაზაზე მოეწყობა პირველი რესპუბლიკის ისტორიული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი, ლევილის ქართული აკადემია“, -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის