მამუკა ბახტაძე - „ქართულ ოცნებაში“ დაძაბულობა და დაპირისპირება, როგორც ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ გააშუქა, რეალობას არ შეესაბამება

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ დაძაბულობა და დაპირისპირება, როგორც ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ გააშუქა, რეალობას არ შეესაბამება.

მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა ბოლო დროს გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას და აღნიშნა, რომ განსხვავებული მოსაზრებები ყოველთვის არსებობს და „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილებები შეჯერებული პოზიციებით მიიღება.

“მე ვფიქრობ, რომ ეს საუბრები ძალიან გაზვიადებულია. შეიძლება სამწუხარო სტერეოტიპი იყოს ჩვენს ქვეყანაში, რომ ნებისმიერი ტიპის დისკუსია, ან აზრთა სხვადასხვაობა ნიშნავდეს მკვეთრ დაპირისპირებას. გარწმუნებთ, ეს ნამდვილად არ არის ასე. ჩვენ ძალიან ბევრ რეფორმაზე ვმუშაობთ. ბუნებრივია, არის აზრთა სხვადასხვაობა, ხდება მათი შეჯერება და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. გარწმუნებთ, ისეთი ტიპის დაძაბულობა და დაპირისპირება, როგორც ეს ზოგიერთმა საინფორმაციო გამოშვებამ გააშუქა, რეალობას არ შეესაბამება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა