ირაკლი კობახიძე - უმრავლესობის თითოეული წევრი მიესალმება პოლიტიკურ პროცესებში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას

უმრავლესობის თითოეული წევრი მიესალმება პოლიტიკურ პროცესებში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, უმრავლეობის უახლოესი სხდომა, სადაც განხილვის მთავარი თემა გუნდში წარმოქმნილი დაპირისპირება იქნება, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით გაიმართოს, კობახიძემ განაცხადა, რომ ეს თავად მასზეა დამოკიდებული.

“ის არის “ქართული ოცნების“ დამფუძნებელი. დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობის თითოეული წევრი მიესალმება პოლიტიკურ პროცესებში მის გამოჩენას. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირება და საპირისპირო გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს. დარწმუნებული ვარ, ამას მთელი პარტიის მხრიდან უპირობო მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს