"თიბისი ბანკმა" ქართული ენის მხარდაჭერის ახალი პროექტი - "ქართულად" წარადგინა

“თიბისი” კომპანია „მაიკროსოფტთან“, „ჯეოლაბთან“ და „საბასთან“ ერთად ქართული ენის ხელშეწყობის პროექტს - „ქართულად“ - იწყებს.

„თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, პროექტის - „ქართულად“ - მიზანია, სათარჯიმნო რესურსის შექმნა, ამ რესურსის მაიკროსოფტის პროგრამებში ინტეგრაცია და ქართულენოვანი მომხმარებლისთვის საერთაშორისო რესურსებთან და ინფორმაციასთან მშობლიურ ენაზე წვდომის შესაძლებლობის მიცემა. სისტემაში ქართულის ინტეგრაციისთვის, პროგრამამ უნდა ისწავლოს ენა, რისთვისაც პირველ ეტაპზე მინიმუმ 100,000 ქართული წინადადების ინგლისურად გადათარგმნაა საჭირო. პროექტის ფარგლებში მაიკროსოფტის სისტემისთვის ქართულის სწავლების შესაძლებლობა ყველა მსურველს მიეცემა.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა, მამუხა ხაზარაძემ.

“თიბისიმ“ თავის პარტნიროებთან ერთად: „მაიკროსოფტთან“, განათლების სამინისტროს ძალიან დიდი ჩართულობით, ენის პალატის, უნივერსიტეტის კათედრის ჩართულობით დაიწყო საკამოდ დიდი პროექტი - „ქართულად“. ეს გახლავთ გაგრძელება ჩვენი პროექტისა „წერე ქართულად“, რომელიც დავიწყეთ სამი წლის წინ და რომლის ფარგლებში ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში ორასზე მეტი პროექტი განვახორციელეთ. მივხვდით, რომ ეს პროექტი არის გასაგრძელებელი. სწეორედ დღეს, ჩვენ ინიცირება გავუკეთეთ ახალ პროექტს, სადაც შვიდი მილიონი წინანადადადება, რომელიც ჩვენ „საბას“ საშუალებით მოვიპოვეთ და შევქმენით ამ წლების განმავლობაში, „მაიკროსიფტთან“ ერთად იქნება თარგმნილი კომპიუტერული სისტემების საშუალებით ინგლისურად. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ქართული ენა გავიტანოთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ქათულად მოსაუბრე ადამიანებს თავისუფლად შეეძლებათ მომავალში ინგლისური ტექსტების ქართულად კითხვა, ხოლო ინგლისელებს და უცხო ენაზე მოსაუბრე ადამიანებს ქართული ტექსტებისა და წიგნების ინგლისურად ავტომატურ რეჟიმში წაკითხვა. ჩემი აზრით, ეს არის ერთადერთი სწორი მიმართულება, რამეთუ ჩვენ ვართ მცირე რიცხოვანი ერი. გვაქვს უნიკალური ანბანი და უნიკალური ენა, რომელიც სწორედ ჩვენი ეკლესიის და ბიბლიის თარგმნით, ასევე

ქართულად გალობების შექმნის დროს იქნა შენარჩუნებული. ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა. სწორედ ეს ახალი გამოწვევა რასაც ჰქვია დიჯიტალიზაცია, ამ სივრცეში ჩვენ შევდივართ საკამოდ თამამად, რათა ვიყოთ ელემენტარულად წარდგენილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვებგვერდზე - kartulad.ge - თითოეულ დარეგისტრირებულს შესაძლებლობა ექნება პროექტში ჩაერთოს და მოცემული ქართული წინადადებები ინგლისურ ენაზე თარგმნოს. წინადადებები შერჩეულია „საბას“ ელექტრონული წიგნების ბაზიდან.

მას შემდეგ, რაც ორენოვანი წინადადებების განსაზღვრული რაოდენობა შეგროვდება, პროექტი გადავა შემდეგ ეტაპზე, როცა საჭირო იქნება ნათარგმნის რედაქტირება სპეციალისტების მიერ.

100 000 წინადადების თარგმნა პირველი ნაბიჯია Windows-ის ოპერაციულ სისტემაში ქართულის ინტეგრაციისთვის. პროექტი ენის შენარჩუნებას ემსახურება და მისი განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართულობა.

„ქართულად“ საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტში მონაწილეობენ PH international და ლექსიკოგრაფიული ცენტრი თინა მარგალიტაძის ხელმძღვანელობით. პროექტში ჩაერთვებიან მოსწავლეები, მასწავლებლები და სტუდენტები მთელი საქართველოდან. მონაწილეები, რომლებიც გამორჩეული იქნებიან თავიანთი შედეგებით, მიიღებენ პრიზებს თარგმნილი წინადადებების რაოდენობის მიხედვით.

„ქართულად“ ღიაა ქართული ენის მხარდაჭერის ყველა მსურველისათვის!

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა