ანატოლი ბიბილოვმა ბაშარ ასადი ოკუპირებულ ცხინვალში დაპატიჟა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ცხინვალში დაპატიჟა. ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.

ბიბილოვი სირიის დელეგაციას იალტაში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალს სირიაში მიმდინარე მოვლენებს. "სამხრეთ ოსეთის" მოსახლეობა თანაუგრძნობს სირიელ ხალხს, ვინაიდან კარგად ესმის, რასთან გაქვთ საქმე. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობა იზეიმებს და სირიელი ხალხი კვლავ მშვიდობაში იცხოვრებს. ამაში დიდ წვლილს რუსეთის მიერ გამოყოფილი დახმარებაც შეიტანს“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო