„Fleet-Forum“-ის გენერალურმა დირექტორმა საგზაო უსაფრთხოების თემაზე პრეზენტაცია გამართა

,,Fleet-Forum“-ის გენერალურმა დირექტორმა პოლ იანსენმა საგზაო უსაფრთხოების თემაზე თბილისში პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ ფოთის საზღვაო ნავსადგურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, პრეზენტაციას ,,კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბის“ მოქმედი და ახალი წევრები დაესწრნენ. მათ შორის იყო ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთი“. კომპანიის ცნობით, უსაფრთხოება ,,ეიპიემ ტერმინალსისთვის“ მთავარი პრიორიტეტია და ამიტომაც მნიშვნელოვანია უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.

,,CSR კლუბის წევრებთან შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე. გასულ წელს, საქართველოს გზებზე, ავტოავარიის შედეგად 517 ადამიანი დაიღუპა და 8000-ზე მეტი დაშავდა. ამ უბედური შემთხვევების დიდი ნაწილი შესაძლებელია თავიდან იყოს აცილებული. ეს გულისხმობს იმას, რომ ყველამ ერთად, როგორც კერძო და არასამთავრობო, ისე საჯარო სექტორმა, ერთიანი ძალებით უზრუნველყონ უსაფრთხო გზები, ტექნიკურად გამართული მანქანები და უსაფრთხო ქცევა გზებზე“, - განაცხადა ,,Fleet-Forum“-ის გენერალურმა დირექტორმა პოლ იანსენმა.

CSR კლუბის გამგეობის წევრის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ,,საგზაო უსაფრთხოების თემები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და საჭიროა ბიზნესებში ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება“.

ფოთის საზღვაო ნავსადგურში 2017 წლის მაისიდან დღემდე სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის გამართულ საგზაო უსაფრთხოების ტრენინგს 2700-ზე მეტი მძღოლი დაესწრო. ტრენინგ-მოდულის შემუშავება შვეიცარიული კომპანია „Fleet Forum“-ის დახმარებით განხორციელდა.

,,Fleet Forum“-ი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ტრანსპორტისა და გადაზიდვების სექტორის განვითარება საგზაო უსაფრთხოების, ეკონომიკური ეფექტურობისა და გარემოსდაცვითი საქმიანობის გაძლიერების კუთხით.

შეხვერდას CSR კლუბის 70-მდე წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.

,,ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ უსაფრთხობის კუთხით ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა აქტივობას გეგმავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა