მიხეილ ბენიძე - როცა პარლამენტის თავმჯდომარე პარტიების დაფინანსების კუთხით არსებული პრობლემის გადაჭრის აუცილებლობაზე საუბრობს, სრულიად არათანმიმდევრულია კანონში განხორციელებული ცვლილება

როცა პარლამენტის თავმჯდომარე პარტიების დაფინანსების კუთხით არსებული პრობლემის გადაჭრის აუცილებლობაზე საუბრობს, სრულიად არათანმიმდევრული და გაუგებარია პარტიების დაფინანსების წესში განხორციელებული ცვლილება, - ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელმა მიხეილ ბენიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ საუბრისას განაცხადა.

ბენიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონი “მრეწველებისთვის“ დაფინანსების მიცემის გამო შეიცვალა, ამ პარტიამ კი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი გაიყვანა და ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 0.78% მიიღო.

“პარლამენტის თავმჯდომარე ხშირად საუბრობს იმის შესახებ, რომ დღეს არსებული სისტემის მიხედვით, საბიუჯეტო დაფინანსებას ბევრი ისეთი პარტია იღებს, რომელიც მისივე აზრით, დაფინანსებას არ უნდა იღებდეს. გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავია, ერთის მხრივ, ამბობდე, რომ პარტიები, რომელთაც აქვს 1-2 პროცენტიანი რეიტინგი, რატომ უნდა იღებდნენ დაფინანსებას, ხოლო მეორეს მხრივ, იმ პარტიისთვის, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე 0.78% აჩვენა, სპეციალურად შეცვალო კანონი. ეს არის არათანმიმდევრული გადაწყვეტილება. მოდელი, რაც დღეს მივიღეთ საბიუჯეტო დაფინანსების არამართლზომიერად გადანაწილების და გამოყენების რისკს ქმნის“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

18 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა 77 ხმით, ერთის წინააღმდეგ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის ცვლილებები მიიღო, რომელთა მიხედვით, პარტიას კვალიფიციურის სტატუსი მიენიჭება და შესაბამისად მიიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას, თუ მის მიერ წარდგენილი მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრი შექმნის საპარლამენტო ფრაქციას, მიუხედავად იმისა, გადალახავს თუ არა ეს პარტია არჩევნებში 3%-იან ზღვარს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა