ცნობილი კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ესკობარის ქვრივი და ვაჟი არგენტინაში ნარკომაფიის ფულადი სახსრების გათეთრებასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ არგენტინის პროკურატურა იუწყება.
„მარია ისაბელ სანტოს კაბალიერო და ხუან სებასტიან მაროკინი ნარკოტრაფიკისგან შემოსული ფულის გათეთრებაში ბრალდებით დაკითხვაზე არიან დაბარებული“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გამოძიების ვერსიით, ესკობარის ქვრივსა და ვაჟს კავშირი ჰქონდათ უძრავი ქონების სფეროში მიმდინარე მსხვილ პროექტებთან, რომლებშიც ნარკოტიკებით ვაჭრობისგან უკანონო გზით მიღებული ფულის ინვესტირება ხდებოდა.
აღსანიშნავია, რომ 1990-იანი წლების ბოლოს არგენტინაში გადაბარგების შემდეგ ნარკობარონის ქვრივმა და შვილებმა გვარი შეიცვალეს.