დედოფლისწყაროს საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელები და მეთოდისტები გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით გადამზადნენ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგი გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ტრენინგის მიზანია სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს ბიომრავალფეროვნების, წყლისა და ენერგიის დაზოგვისა და ნარჩენების მართვის საკითხებს.

ტრენინგის მონაწილე აღმზრდელებსა და მეთოდისტებს დაურიგდათ სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში, ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო აღმზრდელთათვის - ,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ და გადაეცათ სერტიფიკატები. ასევე სახელმძღვანელოს წარმატებით დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, უკვე გადამზადდა თბილისისა და კახეთის რეგიონის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღის 400-ზე მეტი მეთოდისტი და აღმზრდელი.

სამინისტროს ინფორმაციით, აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგები მთელ საქართველოს მოიცავს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის