განათლების საერთაშორისო ცენტრი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს

განათლების საერთაშორისო ცენტრში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის სასტიპენდიო პროგრამები გამოცხადდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საფრანგეთის, აშშ-ს და უნგრეთის საელჩოების წარმომადგენლები, შესარჩევი კომისიის წევრები და ცენტრის სტიპენდიატები ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, კონკურსი გამოცხადა შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე:

საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები - სასტიპენდიო პროგრამის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება.

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები - პროგრამის მიზანია, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება და მათი შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. აგრეთვე, ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცის განვითარებისთვის კურსდამთავრებულთა ინტეგრირების ხელშეწყობა საუნივერსიტეტო სივრცეში აკადემიური მოღვაწეობის მიზნით.

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა - სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისა და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება კონკურსის წესით და საზღვარგარეთ აიმაღლონ კვალიფიკაცია დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამაზე.

საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები - გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისათვის პრიორიტეტულად გამოცხადებულ საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას კონკურსის წესით. აღნიშნულ პროგრამას განათლების საერთაშორისო ცენტრი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ოთხივე პროგრამა როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს.

ელ. განაცხადების მიღება 25 აპრილს დაიწყება და ერთ თვეს გაგრძელდება.

„განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-17 წლებში 500 - ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა