15 სექტემბრიდან, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ყველა ტიპის ქართული და უცხოური ბარათებით იქნება შესაძლებელი

თბილისში, 15 სექტემბრიდან, ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ყველა ბანკის და ყველა ტიპის ქართული და უცხოური VISA და MasterCard ბარათებით იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკში“ განუცხადეს.

"ტენდერის პირობების შესაბამისად, მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან შესაძლებელი იქნება თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტში ყველა ტიპის ქართული და უცხოური VISA და MasterCard ბარათებით მგზავრობის საფასურის გადახდა. მითითებული თარიღიდან გაეშვება განახლებული სისტემა", - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში „საქართველოს ბანკმა“ გაიმარჯვა. „საქართველოს ბანკმა“ გაბილეთიანების სისტემის ოპერირების უფლება 10 წლის ვადით მიიღო.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა