ლადო პაპავა - ვფიქრობ, საქართველო დემოკრატიული განვითარების იმდენად სწორ გზაზე დგას, რომ ჩვენ საბჭოური გადახვევის საფრთხე ნამდვილად არ გვექნება

ვფიქრობ, საქართველო დემოკრატიული განვითარების იმდენად სწორ გზაზე დგას, რომ ჩვენ საბჭოური გადახვევის საფრთხე ნამდვილად არ გვექნება. ამიტომ, სერიოზული გამოწვევის წინაშე დგება თვითონ ბატონი ბიძინა ამ გადაწყვეტილებით, – ამის შესახებ ექსპერტმა ლადო პაპავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„5 აპრილი იყო, როდესაც პირველად ამ ეთერში გავაჟღერეთ იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონ ბიძინასთვის პოლიტიკაში ყველაზე სწორი ადგილი იქნებოდა პარტიის თავმჯდომარეობა. ლოგიკა მარტივია. დღეს მას აბრალებენ, ობიექტურად თუ სუბიექტურად, რომ ის ქვეყნის არაფორმალური მმართველია. ხოლო პარტიის თავმჯდომარეობა მას მისცემს იმ მექანიზმს, რომ მართოს ქვეყანა, მართოს ირიბად და ლეგალურად და მას ვერავინ დასწამებს, რომ არაფორმალური მმართველია“, – განაცხადა ლადო პაპავამ.

გადაცემის წამყვანმა პაპავას ივანიშვილის ფრაზა გაახსენა, რომ ის პოლიტიკაში აღარ დაბრუნდებოდა, მეორედ მოსვლა თუ არ მოხდებოდა. „ამის კომენტარისგან მე თავს შევიკავებ, რადგან ყველას ჩვენებურად გვესმის რა არის მეორედ მოსვლა. ამასთან, მაშინ ბიძინა ივანიშვილი პორემიერ მინისტრი იყო. ახლა ის პრემიერ მინისტრობას აღარ აპირებს. ახლა სულ სხვა მოდელია. როდესაც ხარ პარტიის თავმჯდომარე და ხარ ქვეყნის პირველი პირი, ეს ყველაზე პრიმიტიული მოდელია. მაშინ, როდესაც დასავლეთის ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში პარტიის ლიდერები ოფიციალურ თანამდებობებზე არ არიან, არც პარლამენტის წევრები არიან, არავითარი ოფიციალური პოსტი არ უკავიათ. ასეთი მოდელი აქვს ამერიკის რესპუბლიკურ პარტიას, ამერიკის დემოკრატიულ პარტიას. მაგრამ აქაც არის ერთი საფრთხე. ჩვენ საბჭოური წარსულიდან მოვდივართ. იქაც ქვეყნის მმართველი კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე იყო. ვფიქრობ, საქართველო დემოკრატიული განვითარების იმდენად სწორ გზაზე დგას, რომ ჩვენ ეს საბჭოური გადახვევის საფრთხე ნამდვილად არ გვექნება. ამიტომ, სერიოზული გამოწვევის წინაშე დგება თვითონ ბატონი ბიძინა ამ გადაწყვეტილებით“, – განაცხადა პაპავამ.

მისივე თქმით, უახლოს პერიოდში „ქართული ოცნების“ არც ფრაქციის და არც პარტიის დაშლა არ მოხდება. ივანიშვილი პოლიტიკაში რომ არ დაბრუნებულიყო, ამის საფრთხე არსებობდა. პაპავამ „მოქალაქეთა კავშირი“ გაიხსენა, როდესაც პარტიის თავმჯდომარის პოსტი ედუარდ შევარდნაძემ დატოვა და პარტია დაიშალა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს