„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ შეუერთდა Educare Georgia-ს პარტნიორთა რიგებს და ხანის აკადემიის ბიოლოგიის მასალის გაქართულების მხარდამჭერი გახდა

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ შეუერთდა Educare Georgia-ს პარტნიორთა რიგებს და ხანის აკადემიის (Khan Academy) ბიოლოგიის მასალის გაქართულების მხარდამჭერი გახდა.

„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ინფორმაციით, ხანის აკადემია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც წარმოდგენილია ათასობით ვიდეოგაკვეთილები და პრაქტიკული სავარჯიშოები მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, კომპიუტერულ პროგრამირებაში, ეკონომიკაში, ხელოვნებასა და სხვა საგნებში.

„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ინფორმაციითვე, Educare Georgia უზრუნველყოფს პლატფორმის ქართულ ენაზე თარგმნას, რაც საშუალებას აძლევს ქართველ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია უცხო ენის ბარიერის გარეშე. ვიდეო გაკვეთილები დაყოფილია თემების და საგნების მიხედვით. პლატფორმა ასევე საშუალებას აძლევს მასწავლებლებს დააკვირდნენ მოსწავლეთა პროგრესს და მეტი ყურადღება დაუთმონ იმ საკითხებს, რაშიც მოსწავლეები მეტ დახმარებას საჭიროებენ.

ამ დროისათვის უკვე შექმნილია 2300 ვიდეო გაკვეთილი და 70 000-მდე პრაქტიკული სავარჯიშო მათემატიკაში, რაც 1-ლი დან მე-12 კლასამდე მასალას მოიცავს. ქართულ ვერისას უკვე 40, 000 მდე მოსწავლე და მასწავლებელი იყენებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

2018 წელს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მხარდაჭერით, ქართულ ხანის აკადემიას ბიოლოგიის საგანიც დაემატება, რომელიც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს ბიოლოგიის დისციპლინას ბევრად უფრო ეფექტურად დაეუფლონ. ბიოლოგიის პირველი ვიდეო გაკვეთილი 30 აპრილს ჩაეშვება და მისი ნახვა https://ka.khanacademy.org/ - ზე იქნება შესაძლებელი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე