გია არაბიძე - საქართველოს ელექტროენერგიის დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს

ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოეფექტურობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, - ამის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა გია არაბიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მიზანია, ენერგეტიკულად დამოუკიდებელი გახდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „ბუნებრივ აირთან და ნავთობთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები გვექმნება. ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით უკეთესი სიტუაცია გვაქვს. შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანა სხვა ქვეყნებისგან ენერგეტიკულად დამოუკიდებელი გახდეს. ეს მიღწევადია, თუმცა ჩვენ ზამთრის თვეებთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემა. მე ხაიშის პრობლემური ინციდენტის მონაწილე ვარ. რაღაცებს თუ არ შევცვლით, ეს იგივე შედეგს მოგვიტანს, რაც 90-იან წლებში ’’ხუდონჰესის“ გაჩერებამ მოგვიტანა. საქართველოში წელიწადში ’’ენგურის“ ორთეთრიანი მილიარდ-ნახევარი კილოვატ საათის ელექტროენერგია რომ გვქონდეს, სულ სხვა სიტუაცია და სხვა ტარიფი იქნებოდა დღეს. ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასაც უფრო თამამად შევეჭიდებოდით. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა“, - განაცხადა გია არაბიძემ.

მისივე თქმით, მეორე პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას აგვიანებს და განსაკუთრებით ’’ხუდონის“ მშენებლობას. ენერგეტიკოსს მიაჩნია, რომ ’’ხუდონი“ საქართველოსთვის აუცილებელია და რაც უფრო დაგვიანდება, მით უფრო გაჩნდება პრობლემები.

„ვფიქრობ, ჰიდროელექტროენერგეტიკაში დღეს ორი ძირითადი მიმართულება გვაქვს. ბუნებრივია, მიმდინარეობს ’’ნენსკრას“ მშენებლობა, მაგრამ ’’ხუდონი“ აუცილებლად დასამთავრებელია და უნდა ვიფიქროთ ენგურთან ჰიდრომააკუმილირებელი სადგურის მშენებლობაზე, რომელსაც აფხაზეთის მიმართულებით თავისი პოლიტიკური დატვირთვა ექნება. ეს ისეთი სადგურია, რომელიც გამოადგება ქართველებს, აფხაზებს, ენგურს და მოსახლეობას“, - აცხადებს არაბიძე.

მისი განმარტებით, აუცილებელია ენგურის კაშხლის დამუშავება მოხდეს რეჟიმების შესარჩევად. „ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ენგურიდან წყალს ვღვრით, ამიტომ ჰიდრომააკუმულირებელი სადგური გამომუშავებულ წყალს ისევ უკან აიტანს კაშხალში და კაშხლის დამუშავების რეჟიმები აბსოლუტურად შეიცვლება. ამით ქვეყანა მოგებული დარჩება, რადგან ატანას იმდენი ენერგია არ სჭირდება, რაც მისი გამომუშავებით შეიძლება მივიღოთ. აუცილებელია ენგურის კაშხლის დამუშავება მოხდეს რეჟიმების შესარჩევად“, - ამბობს ენერგეტიკოსი.

მისი თქმით, ’’ნენსკრა“ საცავიანი სადგურია და საცავი ისე შეგვიძლია ვარეგულიროთ, რომ როდესაც ძალიან გვიჭირს, მაშინ ავიღოთ ენერგია. „ჩვენს მთლიან გამომუშავებაზე ’’ნენსკრას“ ხვედრითი წილი დაახლოებით 5%-7%-ია. ამ პროექტის მნიშვნელობა ის არის, რომ მაისში, ივნისსა და ივლისში გამომუშავებული ელექტროენერგია განსხვავდება დეკემბერში გამომუშავებული ელექტროენერგიისგან. ’’ნენსკრა“ საცავიანი სადგურია და ჩვენ საცავს მაშინ ვიყენებთ, როდესაც გვჭირდება, ანუ იმ 5-7%-ს გაცილებით მაღალი ფასი აქვს დეკემბერში, ვიდრე ზაფხულის თვეებში. პროექტის უნიკალურობა არის ის, რომ საცავი ისე შეგვიძლია ვარეგულიროთ, რომ როდესაც ძალიან გვიჭირს, ავიღოთ საცავიდან ენერგია. ენერგეტიკოსებს მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სადგურის მშენებლობა ცოტა ძვირია, რადგან ადგილია ისეთი მიუვალი, რომ რთულად განსახორციელებელი პროექტია. ჯამში დღეისთვის საქართველოში 5 ათას მეგავატამდე მემორანდუმები, ხელშეკრულებებია შესრულებული. ბუნებრივია, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ 5 ათასი მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურებს ავაშენებთ, მაგრამ ამის ნახევარი ან ორი მესამედიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამ პროექტში ყველაზე მთავარი ის არის, რომ იქ დაიდგმება და დამონტაჟდება უკანასკნელი დანადგარები, ეს იქნება ტექნიკურად მაღალ დონეზე აღჭურვილი სადგური. ეს მნიშვნელოვანია დაცულობის, საიმედოობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ ყველაფერმა კი პროექტის ფასის გაზრდა განაპირობა“, - აცხადებს არაბიძე.

ენერგეტიკოსის ცნობით, საქართველო ნელ-ნელა ინტენსიურ მუშაობას დაიწყებს განახლებადი ენერგიის წყაროების მიმართულებით. ესენია მზის და ქარის ელექტროენერგიის სადგურები.

„ბუნებრივია კაშხლიანი სადგურები ეკოლოგიურად პრობლემების მომტანია, განსაკუთრებით სავარგულების დატბორვის გამო. ზოგადად, მცირე ენერგეტიკა ძალიან კარგია, თუმცა საქართველოში მისი პოტენციალი დაახლოებით 5 მილიარდი კილოვატ საათია“, - ამბობს გია არაბიძე.

მისი თქმით, ზუსტად დათვლილი არავის აქვს - ერთი 100 მეგავატიანი სადგური უფრო ვნებს გარემოს, თუ 100 ერთ მეგავატიანი სადგური. ამიტომ ასე ცალსახად ვერ ვიტყვით 3-5 მეგავატიანი სადგურები ეკოლოგიურად ნაკლები ზიანს მიაყენებს გარემოს, თუ 30 მეგავატიანი სადგური.

„ეს საკამათო თემებია და გლობალურად საკითხი ასე დგას - ყველა ის მცირე სადგური რომ ავაშენოთ, რომლის აშენებაც შესაძლებელია, 5 მილიარდი კილოვატ/საათი გვექნება სეზონურად. ეს არის აპრილი, მაისი და ივნისი. ანუ იმ წყალჭაობიანობის პერიოდში, როდესაც ენერგია ისედაც არ გვიჭირს. წყალსაცავით ამ პრობლემას ვარეგულირებთ. ამიტომ ვამბობთ, რომ ’’ხუდონი“, ’’ნენსკრა“ და "ენგური" აუცილებელია. ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობისათვის აუცილებელია ისეთი სადგური, რომელსაც ვარეგულირებთ“, - განაცხადა არაბიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა