გიორგი მარგველაშვილი - 2016 წლის არჩევნები იყო მიზანმიმართული გაქრობა პოლიტიკური კლასის, პარტიების მიზანმიმართული შესუსტება

2016 წლის არჩევნები იყო მიზანმიმართული გაქრობა პოლიტიკური კლასის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში არ გადაიდგა ნაბიჯები იმისთვის, რომ გაძლიერებულიყო პოლიტიკური ოპოზიცია.

“2016 წლის არჩევნები იყო მიზანმიმართული გაქრობა პოლიტიკური კლასის, მიზანმიმართული შესუსტება პოლიტიკური პარტიების, როგორც მთავარი მოთამაშეებისა პოლიტიკურ სივრცეში. ამ პერიოდის განმავლობაში არ გადაიდგა ნაბიჯები იმისთვის, რომ გაძლიერებულიყო პოლიტიკური ოპოზიცია, იმისთვის, რომ შექმნილიყო წინაპირობა ძლიერი ოპოზიციისთვის, არც ერთი კანონმდებლობა არ შეიქმნა ამ მიმართულებით. საერთოდ, როცა მახსენდება 2015 წელს წამების კადრების საჯარო ჩვენება, მე შემიძლია ვთქვა, რომ ევროპული პოლიტიკური კულტურიდან და კლასიდან ნამდვილად გვაშორებს ასეთი ნაბიჯები. თუმცა ნამდვილად, ამ წლების განმავლობაში შეიცვალა სახელმწიფოს სახე და ის აღარ არის აგრესიული. მოქალაქეს სახელმწიფოსი აღარ ეშინია. განსხვავებით წინა წლებიდან. ეს ნიშნული თავიდანვე 2012 წელს დაიდო ხელისუფლების ცვლილების დროს და ეს ნიშნული შენარჩუნებულია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა