გიორგი მარგველაშვილი - ყველა პოლიტიკურ კონტექსტს რომ თავი დავანებოთ, თვითგადარჩენის ინსტიქტის ტოლფასია, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო არ გავაუქმოთ

რუსეთთან ასეთ ვითარებში მყოფი ქვეყანა ეროვნული უშიშროების საბჭოს აუქმებს - ყველა პოლიტიკურ კონტექსტს რომ თავი დავანებოთ, თვითგადარჩენის ინსტიქტის ტოლფასია, რომ ასეთი ინსტიტუტები არ გავაუქმოთ, - აღიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.

ამ კონტექსტში პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის სახელმწიფო საკუთარი განვითარების აგრესიულ ფაზაში იმყოფება. მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით სწორი და ადეკვატურია საქართველოს მიერ არჩეული სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა.

“ამ ახალ ფაზაში კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს ჩვენი - ყველას გაერთიანების მოტივაცია იმ ღირებულებების ირგვლივ, რასაც ჩვენი სამშობლოს ერთიანობის დაცვა ჰქვია. ამ ფონზე ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია პოლიტიკა, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ხორციელდებოდა. რუსეთთან ამ ვითარებში მყოფი ქვეყანა აუქმებს უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს, სადაც უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თაობაზე - აუქმებს უშიშროების საბჭოს! ყველა პოლიტიკურ კონტექსტს რომ თავი დავანებოთ, თვითგადარჩენის ინსტიქტის ტოლფასია, რომ ასეთი ინსტიტუტები არ გავაუქმოთ და ასეთ თემებზე მაინც ვიყოთ გაერთიანებული და გვქონდეს ნათელი ხედვა, რომ ჩვენ სამშობლოს დასაცავად ერთიანი ვართ“, - მიმართა პარლამენტს გიორგი მარგველაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს