პრეზიდენტი - როდესაც იმ ინდივიდებს არ ვცვლით, ვისი ხელითაც ხდებოდა ძალადობა, როგორ უნდა მქონდეს იმედი, რომ გამოძიებული იქნება გამსახურდიას, ჟვანიას, რაფალიანცის, მუხთარლის საქმეები

როდესაც პროკურატურაში და სხვა სისხლის სამართლებრივ დევნის ორგანოებში იმ ინდივიდებს არ ვცვლით, რომელთა ხელითაც ხდებოდა ძალადობა, რანაირად უნდა მქონდეს იმედი, რომ გამოძიებული იქნება ზვიად გამსახურდიას საქმე, ზურაბ ჟვანიას საქმე, რაფალიანცის საქმე, მუხთარლის საქმე, - ამის შესახებ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სამართალდამცველი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია არ მომხდარა.

„ჩვენი მიზანი და მანდატი იყო ეს, როდესაც ვცვლიდით ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა არ ხორციელდება, ეს ინიდივიდები არიან ამ სტრუქტურებში და ამ სტრუქტურების დეპოლიტიზაცია არ მომხდარა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უვადოდ არის გადადებული სასამართლო სისტემის რეფორმა.

„არ შემიძლია ზუსტად იგივე კონტექსტში არ შევეხო სასამართლო სისტემას. სასამართლო სისტემა მართლაც ძალიან რთულია რეფორმისთვის და ამას ერთ დღეში ვერ გააკეთებ, თუმცა საფუძვლის ჩაყრა სასამართლო სისტემის ცვლილებისთვის ჩვენი საერთო ვალდებულება იყო. ჩვენ უვადოდ გადავდეთ ეს პროცესი“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს