პრეზიდენტი - ჩვენ შევძელით და ბიზნესზე წნეხი ნამდვილად აღარ ხორციელდება, ბიზნესი დღეს თავისუფალია

ჩვენ შევძელით და ბიზნესზე წნეხი ნამდვილად აღარ ხორციელდება, ბიზნესი დღეს თავისუფალია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „მცირე და საშუალო ბიზნესი ჯერ კიდევ ძალიან მცირე მოცულობით არის ჩვენს ქვეყანაში და ჯერ კიდევ დიდი ბიზნესის ჩრდილშია“.

“ჩვენ შევძელით და ის წნეხი, რომელიც იყო ბიზნესზე, ნამდვილად აღარ ხორციელდება და ბიზნესი თავისუფალია. ეს ნამდვილად პოზიტიური და წინ გადადგმული ნაბიჯია. მივესალმები პრემიერის ინიციატივებს საგადასახადო მიმართულებით. ესეც გვაჩვენებს, რომ პოზიტიური ნაბიჯია. მივესალმები სტარტაპებისა და ინოვაციების ხელშეწყობას, თუმცა 2020-ის მიზანი სოციალური თანასწორობის მიმართულებით სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს საზოგადოებაში მაღალი უთანასწორობაა, და ეს ფაქტია. ამ უთანასწორობის ფონზე სერიოზული დარტყმა იყო ჩვენი მოსახლეობისთვის ის პროცესები, რაც მიმდინარეობდა საბანკო სესხებთან მიმართებაში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და ეროვნული ბანკს მადლობა გადაუხადა იმ ნაბიჯებისთვის, რომელსაც ის დგამს, სტაბილურობისა და მომავლის განჭვრეტისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა