მიხეილ ჯანელიძე - ქუთაისი უძველესი ევროპული ქალაქია, რომელიც ევროპული კულტურის ნაწილს წარმოადგენს

ქუთაისი უძველესი ევროპული ქალაქია, რომელიც ევროპული კულტურის ნაწილს წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ “გვირილობის” ზეიმზე განაცხადა.

“მინდა მივულოცო ქუთაისს და ყველა ქუთაისელს დღევანდელი დღე. ქუთაისი უძველესი ევროპული ქალაქია, რომელიც ევროპული კულტურის ნაწილს წარმოადგენს. ადგილობრივ ხელისუფლებას და ცენტრალურ ხელისუფლებას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ახალი პროექტი აქვს დაგეგმილი და ეს შესძენს ახალ სიცოცხლეს და ენერგიას ამ ქალაქს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

„გვირილობის“ დღესასწაულში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

“გვირილობის“ ზეიმი სათავეს გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან იღებს და მას 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო