პრეზიდენტი - 6 წლის თავზე, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, სახელმწიფო აღარ არის მოძალადე, მაგრამ ვერ შევქმენით უფრო დემოკრატიული სახელმწიფო სისტემა

2012 წლის შემდეგ ბევრი რამ იქნა მიღწეული და 6 წლის თავზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფომ საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, სახელმწიფო აღარ არის მოძალადე, მაგრამ ამ 6 წლის განმავლობაში სამწუხაროდ შევასუსტეთ ინსტიტუტები და ვერ შევქმენით უფრო დემოკრატიული სახელმწიფო სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების ისეთი დოზით კონცენტრაცია ხდება, რომელიც საშიშია დემოკრატიისთვის.

„2012 წლის შემდეგ ბევრი რამ იქნა მიღწეული და 6 წლის თავზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფომ საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, სახელმწიფო აღარ არის მოძალადე, მაგრამ ამ 6 წლის განმავლობაში სამწუხაროდ შევასუსტეთ ინსტიტუტები და ვერ შევქმენით უფრო დემოკრატიული სახელმწიფო სისტემა, რომელიც უფრო სწრაფად მიებმებოდა ხალხს და საზოგადოებას. ამ პერიოდში, ჩვენ შევედით იმ რეალობაში, რომელშიც შედიოდნენ სხვა პოლიტიკური პარტიებიც - „მოქალაქეთა კავშირი“ იქნებოდა ეს თუ „ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც ხელისუფლების იმხელა კონცენტრანცია ხდება, რომელიც საშიშია დემოკრატიისთვის, მმართველი პარტიისთვის. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ კიდევ ერთხელ დრამატული ცვლილებების ეპოქაში შევიდეთ. დემოკრატია და ხელისუფლების გადანაწილება არის პასუხი მთელ იმ პრობლემებზე, რაზეც თქვენ მე მოგახსენებდით. საქართველოს ისტორიის მაგალითები უნდა გავითვალისწინოთ და დემოკრატიული პროცესი დღეს უნდა მივცეთ ხალხს და ეს ხორციელდებოდეს, როგორც თვითმმართველობის, ისევე სხვა დონეებზე“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო