არჩილ თალაკვაძე - ჩვენ გვქონდა მეტი მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სიღრმისეულად ისაუბრებდა

ეს იყო ძალიან მოკლე ანგარიში - ჩვენ გვქონდა მეტი მოლოდინი, რომ ის ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სიღრმისეულად ისაუბრებდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პრეზიდენტის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტის ანგარიში არ ეხებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ეკონომიკურ განვითარებას, არჩილ ტატუნაშვილის საქმეს და საქართველოსთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს.

„მის ანგარიშში არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო გამოტოვებული. ვერ მოვისმინე ინფორმაცია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესახებ, ჩვენს ჯარისკაცებზე, რომლებიც იცავენ საქართველოს უსაფრთხოებას საქართველოში და საერთაშორისო მისიებში. ვერ მოვისმინეთ ინფორმაცია, თუ როგორ აფასებს პრეზიდენტი აშშ-სთან და ევროკავშირთან საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობას და პერსპექტივებს ევროკავშირში ინტეგრაციის. ასევე მას არ უსაუბრია არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი იყო საქართველოსთვის, რასაც დიდი შიდა და საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.

ასევე, რატომღაც არ გაკეთდა სიღრმისეული შეფასებები მის ანგარიშში საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით და მან პრაქტიკულად არაფერი თქვა, საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელზეც დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ. ჩვენ შევეცდებით, პოლიტიკური დებატების დროს მოსახლეობას მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ ამ საკითხებზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს