სოფო კილაძე - ევროსაბჭოს მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის თემას კომიტეტში მიმდინარე მთავარი პროექტები წარმოადგენდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბავშვის კოდექსზე, რომელიც კომიტეტში დამუშავების ეტაპზეა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რასაც ევროსაბჭო გამოხატავს კომიტეტის საქმიანობასთან მიმართებით. ბატონი კრისტიანი დაინტერესდა ბავშვის კოდექსზე მიმდინარე სამუშაოებით, რაზეც დეტალური ინფორმაცია მივაწოდე.

შეფასებისთვის, მინდა გითხრათ, ჩვენ ვრჩებით სტრატეგიულ პარტნიორებად და ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა,"-განაცხადა სოფო კილაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო