გიორგი გახარია პრეზიდენტის მოხსენებაზე - სამწუხაროდ, ეს იყო უფრო პოპულისტური გამოსვლა

სამწუხაროდ, ეს იყო უფრო პოპულისტური გამოსვლა, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ის პრეზიდენტისგან უფრო შინაარსობრივ საუბარს ელოდა არსებულ პრობლემებზე.

“გულწრფელად, სამწუხაროდ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ. ველოდი უფრო შინაარსობრივ, ობიექტურ საუბარს არსებულ პრობლემებზე. უფრო შინაარსობრივს იმიტომ, რომ ამ პრობლემებს ჩვენც ვხედავთ და დისკუსიის არსი უნდა ყოფილიყო ამ პრობლემების მოგვარების გზების ძებნაში. სამწუხაროდ, ეს იყო უფრო პოპულისტური გამოსვლა. განსაკუთრებით სამწუხაროა ეს ჩემთვის, ეს ბოლო გამოსვლა იყო. მეტს ველოდი შინაარსობრივ თემებზე საუბარს, მათ შორის ჩვენი მიმართულებითაც. მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ობიქტური საუბარი არსებულ პრობლემებზე იქნებოდა ჩვენთვის ყველაზე მისასალმებელი”, - განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო