დავით ბაქრაძე - ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი უფრო გულწრფელი ყოფილიყო შეფასებაში თუ რამ მოიტანა ის პრობლემები, რომელზეც მან საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა

პრეზიდენტს არ უხსენებია ადამიანების გატაცება ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, არ უსაუბრია გაზრდილ კრიმინალზე, კორუფციაზე, არ გახსენებია პოლიტიკური დევნის და არაფორმალური მართვის საკითხები, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე პარლამენტში პრეზიდენტ მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლას.

ბაქრაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში მხოლოდ პრობლემების ნაწილი ჩამოთვალა.

“პრობლემების იმ ნაწილს, რომელიც პრეზიდენტმა ჩამოთვალა თავის გამოსვლაში, რა თქმა უნდა მთლიანად ვეთანხმებით და ვიზიარებთ, მაგრამ ეს გახლავთ მხოლოდ მცირე ნაწილი იმ პრობლემების, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს და რომელიც „ქართული ოცნების“ მართვამ მოიტანა. პრეზიდენტს არ უხსენებია ის ძალიან მძიმე პრობლემა, რომელიც უკავშირდება ადამიანების გატაცებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან და არჩილ ატატუნაშვილის მკვლელობა. მას არ უსაუბრია გაზრდილ კრიმინალზე, რომელიც დღეს აწუხებს ბევრ ოჯახს. არ უსაუბრია კორუფციაზე, რომელიც თანდათან ბრუნდება და მკვიდრდება საქართველოში. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტს ეხსენებინა პოლიტიკური დევნის და არაფორმალური მართვის საკითხები, რომელიც რეალურად დგას საქართველოში. პრობლემების იმ მცირე ნაწილითაც კი, რომელიც პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ახსენა, ნათელია, რომ ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. მთავარი, რაც უნდა იყოს პრეზიდენტის გამოსვლაში და რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ იქნება ის, თუ ვინ არის პასუხისმგებელი დღევანდელ ვითარებაზე. არ შეიძლება მუდმივად პასუხისმგებლობიდან გაწევა, როგორც ამას აკეთებს „ქართული ოცნება“.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღევანდელ სურათში ლომის წვლილი და წილი აქვს შეტანილი სწორედ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი უფრო გულწრფელი ყოფილიყო შეფასებაში, თუ რამ მოიტანა ის პრობლემები, რომელზეც მან ისაუბრა საკუთარ გამოსვლაში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს