ქვახვრელის საბავშვო ბაღს რეაბილიტირებული შენობა ექნება

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ქვახვრელში საბავშვო ბაღის შენობის მოწყობის მიზნით ტენდერი გამოაცხადა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაობის სატენდერო ღირებულება 49 744 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

მიმდინარე ტენდერის პირობების მიხედვით წინადადებების მიღების ბოლო ვადად 11 მაისი განისაზღვრა.

მერიის ცნობით, პროექტის მიხედვით განხორციელდება ქვახვრელში არსებული ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქცია, მოეწყობა ახალი საკომუნიკაციო და ელოქტრო გაყვანილობის სისტემები.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შენობა-ნაგებობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.

„ქვახვრელის საბავშვო ბაღმა ნაქირავებ ფართში ფუნქციონირება 2017 წლის ზაფხულში დაიწყო. ორგანიზაციის ალტერნატიულ ფართში განთავსების შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბავშვო ბაღის შენობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო.

სააღმზრდელო დაწესებულების ამორტიზირებული შენობა საფრთხეს უქმნიდა ბავშვების ჯანმრთელობას. ალტერნატიულ ფართში განთავსების მიუხედავად, პატარებს კვლავ არასახარბიელო პირობებში უწევთ ყოფნა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ბავშვებს არსებული პრობლები აღარ შეაწუხებთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ეტაპზე ქვახვრელის საბავშვო ბაღში ასამდე აღსაზრდელია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს