რომან გოცირიძე პრეზიდენტის ანგარიშზე - იდეალური სურათი დაიხატა პატარ-პატარა პწკენებით

იდეალური სურათი დაიხატა პატარ-პატარა პწკენებით, –ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე პრეზიდენტის გამოსვლას. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა ზოგიერთი მიმართულებით იყო სწორი, მაგრამ მთლიანობაში, პრეზიდენტმა არ ისაუბრა მთავარზე, არაფორმალურ მმართველობაზე.

„ზოგიერთი მიმართულებით სწორად იყო დასმული აქცენტები, იგივე თუნდაც ის, რომ საარჩევნო პროცესი მიზანმიმართულად 2016 წელს იქითკენ იყო მიმართული, რომ დაკნინებულიყო პოლიტიკური კლასი. მან არ ისაუბრა მთავარზე, რომ ქვეყანა იმართება არაკონსტიტუციურად, არაფორმალურად ერთი ადამიანის მიერ, მან რბილად ახსენა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დასუსტდა, რომელ დასუსტებაზეა საუბარი, როდესაც მთავრობას, სასამართლოს და პარლამენტს ერთი ადამიანი ნიშნავს და მართავს, რომელსაც არ აქვს უფლება და ჩრდილიდან, როგორც თოჯინებს ისე ნიშავს და ათავისუფლებს. საქართველოში ქვეყანას მართავს „ქართუ ჯგუფი“, ჯერ „ქართუს“ ელიტა გადმობარგდა სახელისუფლებო სტუქტურაში, მერე შუა რგოლი, ახლა საწყობში ჩავიდნენ და საინჟინრო ფირმა „ელიტა ბურჯიდანაც“ მიყავთ ხალხი. არ იყო არც ერთი მინიშნება არაფორმალურ მართვაზე, რა თქმა უნდა, მოხსენებას აკლდა სიმწვავე. არასწორად იყო შეფასებული მედიაგარემო, თითქოსდა რომელიღაც მედია სტრუქტურები განიცდიან სტერსს, რომელ სტრესზეა საუბარი, როდესაც „რუსთავი 2“ დაყადაღებულია, როდესაც სახელმწიფოს მიერ არის მონოპოლიზებული საინფორმაციო საშუალებების უდიდესი ნაწილი და მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია დამოუკიდებელი მედია. ითქვა, რომ სახელმწიფო არ არის მოძალადე, როგორ არ არის? გავიხსენოთ რა ხდებოდა აფგან მუხთარლის საქმეზე, ასევე მაჩალიკაშვილის საქმე, ნარკოტიკების „ჩადება“ , ძალოვნების თარეში, ანუ რაღაც იდეალური სურათი დაიხატა პატარ–პატარა პწკენებით“, –განაცხადა რომან გოცირიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა