მაია ცქიტიშვილი - იმედი მქონდა, გიორგი მარგველაშვილი შეძლებდა, რომ ამჯერად მაინც წარმოედგინა რეალური შეფასება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების

იმედი მქონდა, პრეზიდენტის რანგში ბოლო გამოსვლაში გიორგი მარგველაშვილი შეძლებდა, რომ ამჯერად მაინც წარმოედგინა რეალური შეფასება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების და იმ მიღწევების, რაც 5 წლის განმავლობაში გვქონდა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პრეზიდენტის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ბევრ შემთხვევაში პრეზიდენტს არასწორი შეფასებები ჰქონდა.

„მაგალითისთვის, თვითმმართველობის დასუსტებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეფასებაზე ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, პრეზიდენტს დაავიწყდა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჩვენ მივიღეთ თვითმმართველობის კოდექსი, ჩვენ გავაძლიერეთ სწორედ, რომ თვითმმართველობის არჩევნები. ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ცოტა ხანში შევა ძალაში, უფრო მკაფიოდ განისაზღვრა სახელმწიფოს ვალდებულებები თვითმმართველობების მიმართ როგორც მათი დაფინანსების, ასევე მათი უფლებების ნაწილში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო