დონალდ ტრამპი შესაძლოა, იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნის ცერემონიას დაესწროს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა, იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნის ცერემონიას დაესწროს. აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გახსნის ცერემონია 14 მაისისთვის არის დაგეგმილი.

ჟურნალისტების კითხვაზე, დაესწრება თუ არა ის აშშ-ს საელჩოს გახსნის ცერემონიას, აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა: „შესაძლოა, მე ვიზიტით ვესტუმრო იერუსალიმს მიმდინარე თვეს“.

აღსანიშნავია, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი არ აპირებდა საელჩოს გახსნის ცერემონიაზე დასწრებას. ამერიკული მედიის ინფორმაციით, იერუსალიმში აშშ-ს გახსნის ცერემონიას ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი დაესწრებიან.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს