“გალტ & თაგარტმა” საქართველოში ტურიზმის სექტორის კვლევის შესახებ კონფერენცია გამართა

ტურიზმის სექტორის შესახებ გამართულ კონფერენციაზე დღეს „გალტ & თაგარტმა“ საქართველოს ტურიზმის სექტორის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ “საქართველოს ბანკიდან” აცნობეს, „გალტ & თაგარტის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ტურიზმის სფეროში აქტიურად მომუშავე საჯარო და კერძო სექტორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საპარტნიორო ფონდის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები და “საქართველოს ბანკის” კორპორატიული კლიენტები ესწრებოდნენ.

„გალტ ენდ თაგარტის“ მიერ მომზადებულ საქართველოს ტურიზმის სექტორის კვლევაში, დეტალურად არის განხილული ტურისტული ინდუსტრიის საკვანძო საკითხები - ვიზიტორების დინამიკა, ტურისტული ბუმის მიზეზები, განთავსების ობიექტების დინამიკა, ტურისტულ ბაზრებთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურა. ამასთან, ყურადღებაა გამახვილებული ტურიზმის რიგ მიმართულებებზე, სადაც ტურისტული პოტენციალი ჯერ კიდევ აუთვისებელია. კვლევაში ასევე განხილულია დარგის ძირითადი პრობლემები და მთავრობის პოლიტიკა ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

„გალტ & თაგარტის“ მიერ მომზადებული ტურიზმის სექტორის ანგარიშის მიხედვით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია და უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. კვლევაში საუბარია ტურიზმის სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც 2017 წელს საქართველოს 3.5 მლნ ტურისტი ეწვია და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2.8 მლრდ აშშ დოლარი შადგინა.

„გალტ & თაგარტის“ კვლევაში საუბარია, მომავალი წლების განმავლობაში პროგნოზზე, მათ შორის აღნიშნულია, რომ წელს, შესაძლოა, საქართველოს 4,2 მლნ ტურისტი ეწვიოს, 2022 წლისთვის კი ქვეყანამ 7,6 მლნ ტურისტს უმასპინძლოს, რაც საქართველოს მოსახლეობაზე 2-ჯერ მეტია. კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო სადისკუსიო პანელს, რომლის მთავარი თემა უახლოესი ხუთი წლის მანძილზე შვიდი მილიონი ტურისტის მასპინძლობა და მათი დახვედრის მზაობაა.

„ღონისძიების მთავარი მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც თავს მოიყრიან მოცემული სექტორის აქტიური მონაწილეები - კერძო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, რათა მოხდეს სექტორში არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობა, დისკუსიის გამართვა. გვსურდა მოწვეული სტუმრებისათვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, თუ როგორ აღიქვამს ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებსა თუ პერსპექტივებს კერძო სექტორი და რა ფორმით უწყობს მას ხელს“, – აცხადებენ კონფერენციის ორგანიზატორები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს