ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ღვიძლის, პანკრეასის და სანაღვლე გზების დაავადებათა მქონე პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციები გაიმართება

ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში 7 მაისს სანაღვლე გზების, ღვიძლის და პანკრეასის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციები ჩატარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს, კონსულტაციებს ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ქირურგი, ტრანსპლანტოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელი კახაბერ ქაშიბაძე და ჰეპატოლოგი სოფიო ბერიძე ჩაატარებენ და საჭიროების შემთხვევაში დანიშნულ ლაბორატორიულ/ინსტრუმენტულ კვლევებზე პაციენტებს 20%-იან ფასდაკლებას შესთავაზებენ.

„ჰეპატო-ბილიარული სისტემის დაავადებების მაჩვენებელი საქართველოში საკმაოდ მაღალია და მათი დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა გამოჯანმრთელების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის. ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი საქართველოში პირველი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც 2014 წლიდან დღემდე ღვიძლის გადანერგვის 16 ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. ქირურგ-ტრანსპლანტოლოგთან და ჰეპატოლოგთან მიღება 11:00-დან 17:00 საათამდე გაგრძელდება (მის.: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. №125),“ – აცხადებენ „სამედიცინო კორპორაცია ევექსში“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო