სოფელ ინგირის მოსახლეობა ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის მოწყობას ითხოვს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მოსახლეობის ნაწილი ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის მოწყობას ითხოვს. მათი თქმით, ეს სისტემა მათ სოფელში გადის და მოსახლეობის, როგორც აბონენტებად მიერთება არ იგეგმება. მოგვიანებით ადგილზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და მათ პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ სარგებელი ადგილობრივმა მოსახლეობამაც ნახოს. აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ ეს პროექტში არ დევს, თუმცა, ახლა დაგვპირდნენ, ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემასთან მიერთება ეტაპობრივად მოხდება“, - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ონისე ბელქანიამ.

სამეგრელო ზემო–სვანეთის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯერის დათო შელეგიას ინფორმაციით კი, წყალარინების სისტემაში ინგირის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც საპროტესტო აქცია გამართა, მშენებლობის დასრულებამდე ჩაერთვება. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება წყალკანალმა მერიის შუამდგომლობის შემდეგ მიიღო.

„ეს არის წყალარინების ცენტრალური სისტემა, რომელშიც მხოლოდ ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობის ჩართვაა გათვალისწინებული, თუმცა მერიამ მოგვმართა შუამდგომლობით, ახლა უკვე პროექტში ცვლილებების პროცედურები მიმდინარეობს და 2020 წლამდე ადგილობრივების ნაწილი აბონენტებად მიუერთდება აღნიშნულ სისტემას“, - აღნიშნა შელეგიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო