ლიბიაში, უმაღლეს საარჩევნო კომისიაზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა

ლიბიაში, ტრიპოლიში უმაღლეს საარჩევნო კომისიაზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი „ალ-არაბია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელთა შორის იყვნენ თვითმკვლელი ტერორისტებიც.

საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა საიდ ალ-ქუდაბიმ განაცხადა, რომ თვითმკვლელი ტერორისტები შენობაში შევარდნენ და თავი აიფეთქეს.

ტელეარხი „ალ-არაბიას“ კორესპონდენტის თქმით, ძალოვანებმა შეძლეს ადგილზე გაენადგურებინათ ორი მებრძოლი. ჟურნალისტის ინფორმაციით, თავდასხმისას ტეორისტებს შესაძლოა მძევლები აეყვანათ, რომელთა შორის სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც იყვნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა