დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტს - დროის უკან დაბრუნების საშუალება რომ იყოს, სხვანაირად ხომ არ დაგეგმავდით თქვენს საპრეზიდენტო კარიერას?

დროის უკან დაბრუნების საშუალება რომ იყოს, სხვანაირად ხომ არ დაგეგმავდით თქვენს საპრეზიდენტო კარიერას? - ამ შეკითხვით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დიმიტრი ხუნდაძემ პრეზიდენტს კითხვა ასევე ნარკოპოლიტიკის შესახებაც დაუსვა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტობის პერიოდში არასოდეს გაუკეთებია მოწოდება ანტინარკოტიკული კამპანიის მხარდასაჭერად.

„თქვენ ღიად გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება ნარკოპლიტიკასთან დაკავშირებით და შეხვდით მხოლოდ ერთ მხარეს - კანონპროექტის შემქმნელებსა და მათ მხარდამჭერებს. არ დაინტერესებულხართ მეორე მხარესთან შეხვედრით, რომელიც ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ჭარბი პოზიტიური საუბარი ზრდის ინტერესს ახალგაზრდებში ნარკოტიკების მიმართ? პოპულარიზაციას ხელს უწყობს ზოგიერთი მედიასაშუალებაც, მაგრამ თქვენ არასოდეს არ გაგიკეთებიათ მოწოდება, რომ ეწარმოებინათ მძლავრი ანტინარკოტიკული კამპანია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატმა გიორგი მარგველაშვილი დემოგრაფიული საკითხისადმი უყურადღებობისთვისაც გააკრიტიკა.

„დღეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პრობლემა დგას, ქვეყანა არის გარდაუვალი დემოგრაფიული კრიზისის წინაშე, მაგრამ ამაზე თქვენი პოზიცია არასოდეს დაგიფიქსირებიათ. მე მაქვს კითხვა, თვლით თუ არა, რომ ეს იყო თქვენი საპრეზიდენტო მოღვაწეობის შეცდომა რომ ყურადღება არ გაამახვილეთ. მე მაქვს კიდევ ასეთი შეკითხვა - დროის უკან დაბრუნების საშუალება რომ იყოს, სხვანაირად ხომ არ დაგეგმავდით თქვენს საპრეზიდენტოი კარიერას?“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს