ადა მარშანია - როცა პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ მოდის პარლამენტში და მთავრობა დარბაზიდან გაქცეულია, ეს მოსაწონი არ არის

როცა პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ მოდის პარლამენტში და მთავრობა გაქცეულია დარბაზიდან, ეს მოსაწონი არ არის, - ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენი მთავრობა ჩვენთვის გაუგებარ ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებს. ჩვენმა მთავრობამ ფორმალურად მოგისმინათ, აიკრიფნენ და წავიდნენ, ეტყობა საქართველოს პრობლემების გადასაწყვეტად გაეშურნენ თბილისში. ეს ნორმალური არ არის. როცა პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ მობრძანდება პარლამენტში, ჩვენს შორის - პარლამენტს, პრეზიდენტს და მთავრობას შორის უნდა გაიმართოს საგნობრივი, სერიოზული საუბარი და მთავრობა გაქცეულია დარბაზიდან, ნამდვილად არ არის ეს მოსაწონი. პარლამენტის წევრებს შეგახსენებთ, რომ აღვადგინოთ მთავრობის საათი, სირცხვილია, რისთვის არის პარლამენტი და მთავრობა, თუ ერთმანეთს არ ელაპარაკება“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

დეპუტატის თქმით, მისთვის პრეზიდენტი, როგორც პიროვნება და მოაზროვნე, მისაღებია.

“ჩემი თვალსაზრისით თქვენ, როგორც ადამიანი და პიროვნება, მოაზროვნე, აბსოლუტურად მისაღები ადამიანი და პიროვნება ბრძანდებით, უბრალოდ, ჩვენს რთულ პოლიტიკურ რეალობაში სხვა ხასიათის პრეზიდენტი სჭირდება ქვეყანას. უფრო მკაცრი ხასიათია საჭირო, სხვანაირად არ გამოდის უბრალოდ“, - მიმართა დეპუტატმა მარგველაშვილს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარსდგა. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ შესვენება გამოცხადდა და მთავრობის წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო