სერგი კაპანაძე - პრეზიდენტმა აღწერა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ამ მდგომარეობაზე პრეზიდენტი პასუხისმგებელი არ არის არც კონსტიტუციურად და არც პოლიტიკურად

პრეზიდენტმა აღწერა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ამ მდგომარეობაზე პრეზიდენტი პასუხისმგებელი არ არის არც კონსტიტუციურად და არც პოლიტიკურად, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

სერგი კაპანაძის თქმით, პრეზიდენტმა საკმაოდ მოკლედ ისაუბრა გარკვეულ პრობლემებზე. მისივე განმარტებით, ინსტიტუტების დასუსტების, სასამართლოს თავისუფლების, მედიის კუთხით არსებულ პრობლემებზე სიმწვავეც იგრძნობოდა, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა არ ისაუბრა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე - კორუფციასა და კრიმინალზე.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, დღევანდელ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“ და „ევროპული საქართველო“ დასვამს ყველა შეკითხვას პრეზიდენტისა და მთავრობის მისამართით.

„პრეზიდენტმა ისაუბრა, საკმაოდ მოკლედ, იმ პრობლემაზე, რომელიც ქვეყანაშია. გარკვეული სიმწვავეც იგრძნობოდა მის განცხადებაში, რომელიც ეხებოდა ინსტიტუტების დასუსტებას, სასამართლოს თავისუფლებას, მედიის კუთხით არსებულ პროლემებს, თუმცა მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა არ ისაუბრა მნიშვნელოვან თემებზე. მაგალითად კორუფციაზე, კრიმინალის ზრდაზე, რაც ხელშესახები პრობლემაა დღეს. არ ვიცი რატომ არ ისაუბრა, მაგრამ ეს არის მთავარი პრობლემები, რომლებზეც ჩვენ ჩვენს გამოსვლებში გვექნება აქცენტი. ყველაზე მთავარი ამ ისტორიაში არის ის, თუ ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი. პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, იმ მდგომარეობაზე, რომელიც პრეზიდენტმა დახატა და იმაზე, რომელზეც არ ისაუბრა, ეკისრება „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას, რა თქმა უნდა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს. პრეზიდენტმა აღწერა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ამ მდგომარეობაზე პრეზიდენტი პასუხისმგებელი არ არის არც კონსტიტუციურად და არც პოლიტიკურად. მას შეიძლება ამ საკითხებში თანაპასუხისმგებლობა ეკისრებოდეს, მაგალითად, როგორიც არის სასამართლოში არსებული პრობლემები, იმიტომ, რომ მის მიერ იქნა დანიშნული კონკრეტული მოსამართლეები. ნაწილობრივ ამ პრობლემებთან დაკავშირებით ჩვენ მასთანაც გვაქვს კითხვები, მაგრამ ზოგადად აღწერილ სიტუაციაზე პრეზიდენტი ბუნებრივია არ არის, პასუხისმგებელი არის მთავრობა, ამიტომ კითხვების რაღაც ნაწილი გვექნება პრეზიდენტთანაც. მთავრობას პირველ რიგში ეკისრება პასუხისმგებლობა, როგორც კრიმინალზე, ისე სასამართლო სისტემაზე, ისე ინსტიტუტების დასუსტებაზე, რაზეც იყო საუბარი ამ გამოსვლაში. ჩვენ კითხვები გვექნება პრეზიდენტთანაც შეწყალებასთან დაკავშირებით, ასევე პოლიტიკური დევნის არშეჩერებასთან დაკავშირებით. „ქართულ ოცნებას“ ბოლო 6 წლის განმავლობაში აქვს მიდგომა, რომ ინიციატივები, რომლებიც მოდის ოპოზიციიდან, მოდის პრეზიდენტისგან. აღქმული არის, როგორც მათი დასუსტება, არ არის გაზიარებული და საბოლოოდ მართლაც სუსტდება ინსტიტუტები, მართლაც სუსტდება ქვეყანა და ჯამში უკან იხევს ქვეყნის დემოკრატია. ეს ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ბევრი მიმართულებით, დაწყებული მოსმენების კანონიდან, რომელზეც სხვათა შორის ვეტოც იყო დადებული, დამთავერებული კონსტიტუციასთან მიმართებაში არსებული დებატებით“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის სწორედ ის, რომ არ ითვალისწინებს საზოგადოების აზრს.

„ამის ძალიან კარგი მაგალითია თუნდაც საკონსტიტუციო დებატები, როგორ გააუქმა მან პრეზიდენტის არჩევითობა ისე, რომ არ ჰკითხა ხალხს მაშინ, როდესაც ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ამის შენარჩეუნების მომხრე იყო. როგორ გადადო მან პროპორციული საარჩევნო სისტემა და სხვათა შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც მე დღეს მოვისმინე ეხებოდა საარჩევნო კოდექსის ცვლილებას. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე იმედი მაქვს, რომ მთავრობა აიღებს პასუხისმგებლობას და ნაბიჯებს გადადგამს. ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული დღის წესრიგი და არ ვართ დამოკიდებული იმაზე, რას გადაწყვეტს პრეზიდენტი,’’ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა