პარლამენტში მიმდინარე დებატებს პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები აღარ ესწრებიან

პარლამენტში მიმდინარე დებატებს, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ დაიწყო, პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები აღარ ესწრებიან.

პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა პარლამენტის შენობა მას შემდეგ დატოვეს, რაც პრეზიდენტის ანგარიში მედიასთან შეაფასეს.

ამ დროისთვის, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია.

აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად, პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები პრეზიდენტის ანგარიშის შემდეგ გამართულ დებატებს არ ესწრებიან.

სხდომათა დარბაზში ასევე თავისუფალია, დიპლომატიური კორპუსისთვის განკუთვნილი ადგილები. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზი პრეზიდენტის ანგარიშის შემდეგ დატოვეს.

ქუთაისში, პარლამენტის შენობაში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატები მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო