გია გაჩეჩილაძე პრეზიდენტს - როდესაც ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტოს შექმნის პაკეტს ვეტო დაადეთ, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების შერყევის მცდელობა იყო

ყირიმის ოკუპაცია ბევრს რუსეთის ეროვნული ინტერესი ჰგონია, სინამდვილეში, ეს დაკავშირებული იყო “თეთრი ნაკადის“ პროექტთან, რომლითაც ბუნებრივი აირი საქართველოს გავლით უკრაინასა და ბულგარეში უნდა გასულიყო, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარემ გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.

“თეთრი ნაკადის“ პროექტით რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაში გავლენას კარგავდა. ბუნებრივია, ყირიმის ანექსიამ პროექტი გადადო. იმედია, როცა საერთაშორისო ზეწოლით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელი გახდება, “თეთრი ნაკადის“ პროექტი განხორციელდება და საქართველო ევროპასთან ურთიერთობებში დამატებით ფუნქციას შეიძენს“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ამ კონტექსტში ფრაქცია “ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს სტაბილურობის შენარჩუნებისა და უსაფრთხოების სისტემების გაზრდის მიზნით, რათა ამით ქვეყნის გეოპოლიტიკური ფუნქციები გაძლიერდეს. გაჩეჩილაძემ პრეზიდენტს “ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე გამოყენებული ვეტო გაახსენა და მიმართა, რომ მის მიერ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვეტოს გამოიყენება სახელმწიფო უსაფრთხოების შერყევის მცდელობა იყო.

“ვეტოს დაძლევით პარლამენტმა ქვეყანას უსაფრთხოების სისტემა შეუნარჩუნა“, - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა