გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დებატების გამართვაზე გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის სხდომა დატოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოითხოვა დებატების სახე მიეცათ დისკუსიისთვის და გარკვეული კითხვებისთვის პასუხი გაეცა. საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა და პრეზიდენტს დასკვნითი სიტყვის საშუალება ექნებოდა.

„ეს არ არის დებატები, როდესაც მე ვისმენ ერთმანეთის მიყოლებით განცხადებებს და არ მაქვს შესაძლებლობა, ჩავერთო დისკუსიაში. ასე რომ თუ რაიმე პროცედურული თემა არის გასავლელი, გავიაროთ და მომეცით საშუალება, დისკუსიაში შევიდე პატივცემულ დეპუტატებთან“, - მიმართა პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს.

„სხდომა მე მიმყავს, ბატონო გიორგი, ჩემი მოვალეობაა რეგლამენტის დაცვა. დებატების წესი დადგენილია საქართველოს პარლამენტში 1995 წლიდან, როდესაც თქვენი მეგობარი ბატონო ზურაბ ჟვანია იყო პარლამენტის თავმჯდომარე და იმის მერე ეს წესი არ შეცვლილა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ არასწორია, რასაც პრეზიდენტი აკეთებს.

„მე არ მახსოვს, რომ პრეზიდენტს არ ჰქონოდა პასუხის გაცემის შესაძლებლობა. გააკეთეთ ისეთი ცვლილება, რომ მე შემეძლოს დებატებში შესვლა. მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ამ სხდომას, რომელიც არ მაძლევს შესაძლებლობას, შევიდე დისკუსიაში დეპუტატებთან, არ დავესწრები“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო